Friday, March 6, 2015

დღე მეცხრე

აი დადგა ბოლო ტრეინინგის საღამო! ეს დღე ჩემში საპირისპირო ემოციებს იწვევს: ერთის მხვრივ მე ვგრძნობ შვებას, რადგან ამხელა დაძაბულობა,რომელიც გამოწვეული იყო პასუხისმგებლობის გრძნობით,მომეხსნა. მეორეს მხვრივ,ისე მივეჩვიე ამ ტრეინინგს, რომ რაღაც დამაკლდება. ესეც ხომ ჩვენი ცხოვრების გარკვეული ეტაპია.
დღევანდელი ტრეინინგი დაიწყო პორტფოლიოების შემოწმებით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა იმის გამო,რომ ხარისხიანი პორტფოლიო შემიქმნია. არ დამჭირდა არც შესწორებების, არც დამატებების შეტანა! ტყუილად არ მიშრომია გვიანობამდე.
საერთოდ, ეს ტრეინინგი ძალიან ბევრის მომცემი აღმოჩნდა. ადრედაც გაგვიკეთებია პროექტები, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა თუ როგორ უნდა გამეფორმებინა იგი.
მომავალ კვირას უნდა მოვუწყო ჩემს მეოთხეკლასელებს საჩვენებელი პრეზენტეცია, ანუ მოვირგებ ფასილიტატორის როლს. ვაჩვენებ ელექტრონულ ბუკლეტს და მოსწავლის პრეზენტაციას. იმედია, ბავშვები დაინტერესდებიან და უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პროექტზე მუშაობაში.
ტრეინინგის ბოლოს კიდევ ერთხელ გავიარეთ პროექტის ყველა ეტაპი. შემდეგ გავიხსენეთ სტატიების გამოქვეყნების საშუალებები, ლინკები და ა.შ. ამჯერად საშინაო დავალების საშიშროება აღარ გვემუქრება! D):D):D):








Tuesday, March 3, 2015

დღე მერვე

ეს ტრეინინგი ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო მოხდა ისე, რომ დამიგროვდა ბევრი ასათვისებელი და გასაკეთებელი რამ. ჩემთვის კი ეს ნამდვილი კატასტროფაა. მე ხომ იმას ვარ მიჩვეული,რომ ყველაფერს ყოველთვის ადვილად ვითვისებ, ორჯერ ერთი და იგივეს გამეორება რომ არ მჭირდება. მაგრამ ამჯერად- ნურას უკაცრავად! ახალი ტექნოლოგიები არ არის ჩემი ძლიერი მხარე! დავიბენი ბრინჯივით.... მიუხედავად ამისა იმედს არ ვკარგავ გავაკეთო გასაკეთებელი.
მოკლედ რომ ვთქვა, ამ ტრეინინგზე რა გავაკეთე: ბლოგზე პორტფოლიო დავდე შესაბამისი საქაღალდეებით და დოკუმენტებით, გავიმეორეთ ახალი გვერდების დამატება ბლოგზე.
შესვენაბის შემდეგ განვიხილეთ სახელმღვანელოს მეშვიდე მოდული. იქ საუბარი იყო ფასილიტაციაზე. ვიდაუბრეთ იმ გზებზე და საშუალებებზე, რის მეშვეობით შეგვეძლება მოსწავლეებისთვის დახმარების გაწევა პროექტზე მუშაობის დროს
ტრეინინგის ბოლოს, როგორც ყოველთვის მივიღეთ საშინაო დავალება.

დღე მეშვიდე

როგორც ყოველთვის ტრეინინგი საშინაო დავალების შემოწმებით დაიწყო. შევიტანეთ შესწორებები პროექტის გეგმებში და სხვა საბუთებში.
პირადად მე გეგმის ერთი პუნქტი მქონდა დასახვეწი- გასავრცელებელი. კოლაბორაციული შეფასების და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შექმნა კი ჯერ წინ მელოდება. ვაი მეეეეე!
ტრეინინგის შემდეგი ეტაპი იყო დრაივში მუშაობა. შეიქმნა ახალი საქაღალდეები, ვისწავლეთ დრაივში დოკუმენტის თემის და დიზაინის შეცვლა.
ამის შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოს მესამე მოდული. ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების და სოც ქსელების გამოყენება. როგორ შეიძლება ვიდეო კომენტარის , შემდგომი ლკასში განხილვით, გაკეთება.
შარშან მთელს მსოფლიოში ატყდა ბუმი საავტორო უფლებების დაცვის თაობაზე. ჩვენც ტრეინინგის ფარგლებში ვისაუბრეთ ამ თემის ირ5გვლივ.
თრეინინგის ბოლოს განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული და მივიღეთ საშინაო დავალება. ეს არის: მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშის შექმნა , მოსწავლის ნიმუშის ჩექლისტის შექმნა და დავალიანებების აღდგენა.

დღე მეექვსე

ტრეინინგის დასაწყისში განვიხილეთ მასწავლებლების მიერ მომზადებული პრეზენტაციები. მე პრეზენტაციის დასრულება ვერ მოვასწარი, სამაგიეროდ ძალიან სახალისო, კაშკაშა ფერებიანი ბუკლეტი გამომივიდა.
 კოლეგებსაც კარგი ბუკლეტები ჰქონდათ მომზადებული.
საშინაო დავალების განხილვის შემდაგ გადავედით ბლოგის ელემენტების შესწავლაზე. დავიწყეთ ბლოგის დიაგრამით, შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეხუთე მოდულის 1-2 აქტივობები, შეფასების სტრატეგიები და მოსწავლის შეფასების ფოემაბის შედგენა.
ამის შემდეგ დავიწყეთ დრაივის შექმნა- თუ როგორ შვქმნათ დოკუმენტები დრაივში და როგორ გამოვიყენოთ ჩვენს მუშაობაში. პირველი დოკუმენტი იყო შეფასების საქაღალდე შეფასების რუბრიკით. თრეინინგის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება.

Tuesday, February 24, 2015

დღე ,მეხუთე

მეხუთე დღის ტრეინინგი საშინაო დავალების განხილვით დაიწყო. სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით ჯგუფში პატარა გაუგებრობაა- ყველამ ვერ გაიგო თუ როგორ უნდა დაეწერათ რეფლექსია. ტრეინერმა თავიდან ახსნა როგორ იწერება რეფლექსია იმისთვის, რომ შემდგომში აღარ დაუშვან მსგავსი შეცდომები.
ამის შემდეგ ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე,რათა კვირას შევძლოთ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული კონკრეტული ინსტრუმენტი.
შემდეგ შევუდექით ფეიჯების შექმნას. ამის ცოდნა აუცილებელია ბლოგის დასახვეწად. საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა, მაგრამ ჩავიწერე ყველა ნაბიჯი და ,იმედია, საჭიროების შემთხვევაში ამასაც გავაკეთებ. ისე კი , რაც მეტს ვივარჯიშებ, მით უკეთესად დავიმახსოვრებ.
მომდავნო ნაბიჯი იყო ელექტრონული ბუკლეტის შექმნა. დიდად ვიხალისე- მე ხომ წარმოდგენა არ მქონდა თუ როგორ უნდა მომეძია და გადამეწერა ინტერნეტიდან სურათები. ახლა კი ესეც ვიცი. ცოტა კიდეც და ხაკერი გავხდები!D):D):D):
ბოლო ეტაპზე ვილაპარაკეთ პრეზენტაციის მომზადებაზე Power Point -ის გამოყენებით. ეს პროგრამა მე ადრე მქონდა ნასწავლი,თუმცა გამეორება ზედმეტი ნამდვილად არ ყოფილა. პრეზენტაციის ელექტრონულ ვერსიას მე კი გავაკეთებ, მაგრამ რა ვუყო პროექტის წარდგენას?! მე ხომ მომიწევს აუდიტორიის წინაშე ქართულად გამოსვლა, ეს კი ჩემთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს....

Sunday, February 15, 2015

დღე მეოთხე

დღეს განვიხილეთ საშინაო დავალების შესრულების სისწორე. ძალიან გამეხარდა, რომ ყველაფერი კარგად მქონდა გაკეთებული. მხოლოდ პირველი დღის ფიდბექში მქონდა შესატანი დამატებები. შემდეგ შევცვალეთ პროექტის დასახელება და დავამატეთ წვრილმანები. ამის შემდეგ დავუბრუნდით მიმართულებების მიმცემ კითხვებს, რათგან ზოგიერთი ჯგუფის წევრი ბოლომდე ვერ გაერკვია ამ საკითხში.
 აგრეთვე ტრეინინგის პირველ ნაწილში ჩვენ გამოვაქვეყნეთ კომენტარები თანამშრომლების ბლოგის ფოსტზე. მე კომენტარი გავუკეთე ზინე ბადოევას ფოსტს. მას არჩეული აქვს საინტერესო და აქტუალური თემა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით.
 შესვენების შემდეგ განვიხილეთ მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობები -დროში გაწერილი შეფასების გეგმა, ანუ შესაბამისობაში მოვიყვანეთ სახელმძღანელოში მოცემული შეფასების წესები ჩვენს პროექტებთან.
გარდა ამისა ტრეინერმა აგვიხსნა თუ როგორ ვისარგებლოთ მის ბლოგზე მოცემული ვიდეო გაკვეთილებით. ევ გაკვეთილები დამეხმარება დავიწყებული უნერების აღდგენაში.
ტრეინინგის დასასრულს დავწერეთ ეს რეფლექსია და მივიღეთ საშინაო დავალება.

Friday, February 13, 2015

დღე მესამე

დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება, ბუკლეტი სწორედ მქონდა გაკეთებული და სხვა დავალებები სწორედ მქონია გაკეთებული.  განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები, ვისწავლე ბლოგის ბექგრაუნდის და დიზაინის შეცვლა. გავალამაზე ბლოგის ფონი. ავირჩიე ხალისიანი სურათი. ეს უნარი სამომავლოდ  გამომადგება. ვისწავლეთ პოსტების განთავსება ბლოგზე.ესეც აუცილებელი უნარია. შესვენების შემდეგ განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსბრივი.
ჩემი პროექტისთვის ეს კითხვები იქნება:
ზოგადი: როგორ აისახება ძველი წეს-ჩვეულებები თანამედროვე მსოფლიო კულტურაში?
თემატური: რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი ეროვნული ტრადიციების და წეს-ჩვეულებების შესწავლა-შენარჩუნება?
როგორ გამოიხატება ერის სული მის ტრდიციებსა და წეს-ჩვეულებებში?
შინაარსობრივი: 1. საქართველოს რომელ კუთხეებში უკეთ არის შენარჩუნებული ძველი წეს-ჩვეულებები?
2. რით განსხვავდება მთის და ბარის ხალხთა ტრადიციები?
3. რა იცით ინკების შთამომავალთა თანამედროვე პირობებში ცხოვრების შესახებ?
4. რომელი ძველი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები შეინარჩუნა პერუს მოსახლეობამ?
5. რა არის საერთო საამი ხალხის და ბედუინების წეს- ჩვეულებებს შორის?
6. მსოფლიოს რომელი ქვეყანა ითვლება ვაზის სამშობლოდ?
7. საქართველოს რომელ კუთხესი მეტად არის შემორჩენილი მეღვინეობასთან დაკავშირებული უძველესი ტრადიციები?

დღე მეორე

დღეს დავსახეთ პროექტის თემა, ავირჩიე დაწყებითი საფეხურის მეოთხე კლასი. პროექტის დასახელებაა ძველი წეს-ჩვეულებები თანამედროვე სამყაროში.

 დავიწყეთ შაბლონის შევსება, ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, დიდად არ გამჭირვებია.გავეცანით ბუკლეტების სახეობებს და მათი შექმნის წესებს. ყველაფერი გავიგე,მაგრამ ყოველივე შემთხვევისთვის ვაწარმოებ კონსპექტირებას. მივიღეთ საშინაო დავალება : ბლოგის შექმნა, ბუკლეტის შექმნა და გეგმაში სტანდარტების ჩაწერა. მგონი, რაღაც გამომდის.D):D):D):

დღე პირველი

აი დაიწყო ჩვენი ტრეინინგიც! რას მოგვიტანს? რას შეგვძენს? პირველ დღეს გავეცანით ტრეინერს და ტრეინინგის მიზნებს, მუშაობის ფორმატს და წესებს, გავეცანით ინტერნეტ სახელმძღვანელოს და დავხვეწეთ ინტერნეტთან მუშაობის საჭირო უნარები. დღის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება.საინტერესო, მაგრამ პირადად ჩემთვის რთული დღე გამოდგა. ნათლად დავინახე,რომ კიდევ ძალიან ბევრი მუშაობა მჭირდება ჩემი კომპიუტერული უნარ-ჩვევების განსავითარებლად. მივხვდი,რომ საჭირო ტრეინინგია,რადგან აქ მიღებული ცოდნა გამომადგება ჩემს მომავალ მუშაობაში . ვეცდები ვიყო ბეჯითი მოსწავლე.