Friday, February 13, 2015

დღე მესამე

დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება, ბუკლეტი სწორედ მქონდა გაკეთებული და სხვა დავალებები სწორედ მქონია გაკეთებული.  განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები, ვისწავლე ბლოგის ბექგრაუნდის და დიზაინის შეცვლა. გავალამაზე ბლოგის ფონი. ავირჩიე ხალისიანი სურათი. ეს უნარი სამომავლოდ  გამომადგება. ვისწავლეთ პოსტების განთავსება ბლოგზე.ესეც აუცილებელი უნარია. შესვენების შემდეგ განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსბრივი.
ჩემი პროექტისთვის ეს კითხვები იქნება:
ზოგადი: როგორ აისახება ძველი წეს-ჩვეულებები თანამედროვე მსოფლიო კულტურაში?
თემატური: რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი ეროვნული ტრადიციების და წეს-ჩვეულებების შესწავლა-შენარჩუნება?
როგორ გამოიხატება ერის სული მის ტრდიციებსა და წეს-ჩვეულებებში?
შინაარსობრივი: 1. საქართველოს რომელ კუთხეებში უკეთ არის შენარჩუნებული ძველი წეს-ჩვეულებები?
2. რით განსხვავდება მთის და ბარის ხალხთა ტრადიციები?
3. რა იცით ინკების შთამომავალთა თანამედროვე პირობებში ცხოვრების შესახებ?
4. რომელი ძველი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები შეინარჩუნა პერუს მოსახლეობამ?
5. რა არის საერთო საამი ხალხის და ბედუინების წეს- ჩვეულებებს შორის?
6. მსოფლიოს რომელი ქვეყანა ითვლება ვაზის სამშობლოდ?
7. საქართველოს რომელ კუთხესი მეტად არის შემორჩენილი მეღვინეობასთან დაკავშირებული უძველესი ტრადიციები?

1 comment:

  1. ძალიან კარგი მიმართულების კითხვები გაქვთ ჩამოყალიბებული!

    ReplyDelete