Friday, March 6, 2015

დღე მეცხრე

აი დადგა ბოლო ტრეინინგის საღამო! ეს დღე ჩემში საპირისპირო ემოციებს იწვევს: ერთის მხვრივ მე ვგრძნობ შვებას, რადგან ამხელა დაძაბულობა,რომელიც გამოწვეული იყო პასუხისმგებლობის გრძნობით,მომეხსნა. მეორეს მხვრივ,ისე მივეჩვიე ამ ტრეინინგს, რომ რაღაც დამაკლდება. ესეც ხომ ჩვენი ცხოვრების გარკვეული ეტაპია.
დღევანდელი ტრეინინგი დაიწყო პორტფოლიოების შემოწმებით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა იმის გამო,რომ ხარისხიანი პორტფოლიო შემიქმნია. არ დამჭირდა არც შესწორებების, არც დამატებების შეტანა! ტყუილად არ მიშრომია გვიანობამდე.
საერთოდ, ეს ტრეინინგი ძალიან ბევრის მომცემი აღმოჩნდა. ადრედაც გაგვიკეთებია პროექტები, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა თუ როგორ უნდა გამეფორმებინა იგი.
მომავალ კვირას უნდა მოვუწყო ჩემს მეოთხეკლასელებს საჩვენებელი პრეზენტეცია, ანუ მოვირგებ ფასილიტატორის როლს. ვაჩვენებ ელექტრონულ ბუკლეტს და მოსწავლის პრეზენტაციას. იმედია, ბავშვები დაინტერესდებიან და უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პროექტზე მუშაობაში.
ტრეინინგის ბოლოს კიდევ ერთხელ გავიარეთ პროექტის ყველა ეტაპი. შემდეგ გავიხსენეთ სტატიების გამოქვეყნების საშუალებები, ლინკები და ა.შ. ამჯერად საშინაო დავალების საშიშროება აღარ გვემუქრება! D):D):D):








Tuesday, March 3, 2015

დღე მერვე

ეს ტრეინინგი ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო მოხდა ისე, რომ დამიგროვდა ბევრი ასათვისებელი და გასაკეთებელი რამ. ჩემთვის კი ეს ნამდვილი კატასტროფაა. მე ხომ იმას ვარ მიჩვეული,რომ ყველაფერს ყოველთვის ადვილად ვითვისებ, ორჯერ ერთი და იგივეს გამეორება რომ არ მჭირდება. მაგრამ ამჯერად- ნურას უკაცრავად! ახალი ტექნოლოგიები არ არის ჩემი ძლიერი მხარე! დავიბენი ბრინჯივით.... მიუხედავად ამისა იმედს არ ვკარგავ გავაკეთო გასაკეთებელი.
მოკლედ რომ ვთქვა, ამ ტრეინინგზე რა გავაკეთე: ბლოგზე პორტფოლიო დავდე შესაბამისი საქაღალდეებით და დოკუმენტებით, გავიმეორეთ ახალი გვერდების დამატება ბლოგზე.
შესვენაბის შემდეგ განვიხილეთ სახელმღვანელოს მეშვიდე მოდული. იქ საუბარი იყო ფასილიტაციაზე. ვიდაუბრეთ იმ გზებზე და საშუალებებზე, რის მეშვეობით შეგვეძლება მოსწავლეებისთვის დახმარების გაწევა პროექტზე მუშაობის დროს
ტრეინინგის ბოლოს, როგორც ყოველთვის მივიღეთ საშინაო დავალება.

დღე მეშვიდე

როგორც ყოველთვის ტრეინინგი საშინაო დავალების შემოწმებით დაიწყო. შევიტანეთ შესწორებები პროექტის გეგმებში და სხვა საბუთებში.
პირადად მე გეგმის ერთი პუნქტი მქონდა დასახვეწი- გასავრცელებელი. კოლაბორაციული შეფასების და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შექმნა კი ჯერ წინ მელოდება. ვაი მეეეეე!
ტრეინინგის შემდეგი ეტაპი იყო დრაივში მუშაობა. შეიქმნა ახალი საქაღალდეები, ვისწავლეთ დრაივში დოკუმენტის თემის და დიზაინის შეცვლა.
ამის შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოს მესამე მოდული. ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების და სოც ქსელების გამოყენება. როგორ შეიძლება ვიდეო კომენტარის , შემდგომი ლკასში განხილვით, გაკეთება.
შარშან მთელს მსოფლიოში ატყდა ბუმი საავტორო უფლებების დაცვის თაობაზე. ჩვენც ტრეინინგის ფარგლებში ვისაუბრეთ ამ თემის ირ5გვლივ.
თრეინინგის ბოლოს განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული და მივიღეთ საშინაო დავალება. ეს არის: მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშის შექმნა , მოსწავლის ნიმუშის ჩექლისტის შექმნა და დავალიანებების აღდგენა.

დღე მეექვსე

ტრეინინგის დასაწყისში განვიხილეთ მასწავლებლების მიერ მომზადებული პრეზენტაციები. მე პრეზენტაციის დასრულება ვერ მოვასწარი, სამაგიეროდ ძალიან სახალისო, კაშკაშა ფერებიანი ბუკლეტი გამომივიდა.
 კოლეგებსაც კარგი ბუკლეტები ჰქონდათ მომზადებული.
საშინაო დავალების განხილვის შემდაგ გადავედით ბლოგის ელემენტების შესწავლაზე. დავიწყეთ ბლოგის დიაგრამით, შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეხუთე მოდულის 1-2 აქტივობები, შეფასების სტრატეგიები და მოსწავლის შეფასების ფოემაბის შედგენა.
ამის შემდეგ დავიწყეთ დრაივის შექმნა- თუ როგორ შვქმნათ დოკუმენტები დრაივში და როგორ გამოვიყენოთ ჩვენს მუშაობაში. პირველი დოკუმენტი იყო შეფასების საქაღალდე შეფასების რუბრიკით. თრეინინგის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება.